

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. ტყეებში სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. სააგენტო ხე-ტყეს ორგანიზებულად დაამზადებს, დაახარისხებს და ე.წ. „საქმიან ეზოებში“ დაასაწყობებს. აღნიშნულმა ცვლილებამ მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენა და ტრანსპორტირება უნდა გაუმარტივოს.
იმერეთის რეგიონში „საქმიანი ეზო“ მხოლოდ ზესტაფონშია მოწყობილი. ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძის, ინფორმაციით, 2021 წელს ხარაგაულში ორი საქმიანი ეზო უნდა მოეწყოს.
„იმერეთის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეიცვალნენ. მათგან ვიცი, რომ „საქმიანი ეზოები“ ხევსა და დიდვაკეში მოეწყობა. ერთ თვეში გვეცოდინება ზუსტი დრო, ხარაგაულში როდის გაიხსნება „საქმიანი ეზოები“.
ევროკავშირის დაფინანსებით ტყეებში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ამიტომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ დაჩქარებული წესით მოეწყო. ზესტაფონის „საქმიანი ეზოთი“ სარგებლობა ხარაგაულელებსაც შეეძლებათ“, – ამბობს სოსო ფოფხაძე.
ფოტოზე: „საქმიანი ეზო“ ზესტაფონში
14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა