

წყალაფორეთში ახალი სკოლა აშენდება თუ არსებული სკოლის რეაბილიტაცია მოხდება, – მუნიციპალური განვითარების ფონდში ამ საკითხს სპეციალისტები სწავლობენ.
„ეს კომპლექსურად შესასწავლი საკითხია, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, – განხილვის პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები, არქიტექტორები და კონსტრუქტორები. არ ვიცით, რა დრო დასჭირდებათ სპეციალისტებს საექსპერტო დასკვნის მისაღებად. დასკვნის შემდეგ მივიღებთ გადაწყეტილებებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. დაინტერესებული ვართ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად შევისწავლოთ“.
„სკოლის ეზო შემოვღობეთ, ამ ტერიტორიაზე პირუტყვის მოძრაობა რომ შეგვეზღუდა. სკოლის შენობა იმდენად ავარიულია, რომ იქ მოძრაობა ყველასათვის საშიშია,“ – ამბობს სკოლის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი გველესიანის თქმით, თუ წყალაფორეთში ახალი სკოლის აშენება გადაწყდება, პირველ რიგში, ტენდერი სკოლის შენობის დემონტაჟისთვის უნდა გამოცხადდეს, შემდეგ – პროექტირება-მშენებლობისსთვის. ამ ყველაფერს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.
თამთა გოგოლაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ,
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის