

დღეს, 15 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ჩათვლით, აიცრება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ის პერსონალი, რომელთაც არ აქვთ COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის განმავლობაში.
სამედიცინო პერსონალის შემდეგ იგეგმება აცრის ეროვნული გეგმით დამტკიცებულ მომდევნო პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი მოხუცთა და ხანდაზმულთა სახლის მობინადრეებისა (2 000 პირი) და 75 წელს ზემოთ ასაკის პირების აცრა.
ვაქცინაცია დაიწყო შვედურ-ბრიტანული კომპანია ასტრაზენეკას წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით 13 მარტს შემოვიდა. საქართველოსთვის COVAX პლატფორმიდან გამოყოფილი ამ ვაქცინების დანარჩენი დოზები აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.
გაეროს ბავშვთა ფონდთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს მემორანდუმი, ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს და სწორედ ამის საფუძველზე ხდება ვაქცინის მოწოდება.
UNICEF-ის საშუალებით, COVAX-ს პლატფორმიდან საქართველოსთვის მარტი-მაისისთვის გამოყოფილია 129 600 დოზა ასტრაზენეკას და 29 250 ფაიზერის ვაქცინები. ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ ხარაგაულელები კორონავირუსზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,