

დღეიდან მორწმუნეებისთვის დიდი მარხვის პირველი კვირა დაიწყო.
დიდმარხვის დაწყებამდე, შენდობის კვირას, ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა თომა (ლაცაბიძე) მრევლს მარხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მარხვის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა წაუკითხა.
მამა თომამ მრევლს ლოცვის, მარხვისა და ზიარებისკენ მოუწოდა და უფლის სიტყვები შეახსენა, – ლოცვითა და მარხვით დაამარცხებთ ბოროტს.
მამა თომამ მრევლს მადლობა გადაუხადა მისდამი გამოჩენილი სითბოსა და სიყვარულისთვის და შენდობა ითხოვა, თუ ყოველთვის სათანადოდ ვერ პასუხობს ამას.
დიდმარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვა იკითხება.
ხარაგაულის საკათედრო ტაძარში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვა 17:00 სთ-ზე დაიწყება. ოთხშაბათს და პარასკევს პირველშეწირულის მსახურება ჩატარდება.
დიდმარხვა წელს 2 მაისამდე, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გაგრძელდება.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,