სუდანის ჯგუფი რვა სახეობის საღებავს აერთიანებს და საკვებ პროდუქტებში მათი გამოყენება აკრძალულია. სუდანის ჯგუფის საღებავების სისტემატური მიღება იწვევს სიმსივნეს და ხელს უწყობს გენების გადაგვარებას.
სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობის კონტროლის საკითხზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მუშაობს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამით. ამ პროგრამის ხელმძღვანელ ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებში სუდანის ჯგუფის საღებავების არსებობის გასაკონტროლებლად საკვლევი მასალა 2019-2020 წლებში გერმანიის ლაბორატორიებში გააგზავნეს, რადგან საქართველოში იმ დროისათვის ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდებოდა. გამოკვლეული 119 ნიმუშიდან 14 ნიმუშში აკრძალული საღებავები გამოვლინდა. სუდანის ჯგუფის საღებავები, ყველაზე დიდი რაოდენობით, წითელ წიწაკაში აღმოჩნდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძის, ინფორმაციით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს ბაზრიდან 10 სხვადასხვა წარმომავლობის წითელი წიწაკა ამოიღო. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, 9 მათგანში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა. მათგან 7 შემთხვევაში წითელი წიწაკა უზბეკეთიდან იმპორტირებული იყო.
„2020 წელს 34 ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმება დაიგეგმა, – ამბობს გიორგი მიქაძე, – ამ ნიმუშებში იყო როგორც წითელი წიწაკა, ასევე სურსათის სხვა ნიმუშები (აჯიკა, სვანური მარილი, საწებლები, კეტჩუპი, ტყემალი, ტომატის პასტა). 34 ნიმუშიდან 9 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა. მათგან წითელი წიკაწის შვიდ, აჯიკისა და სვანურ მარილის – თითო-თითო ნიმუშში.
მიკვლევადობით დადგინდა, რომ ეს წიწაკა შემოტანილი იყო ევიპტიდან, ჩინეთიდან, უზბეკეთიდან და თურქეთიდან. ერთ შემთხვევაში წარმოშობის ქვეყანა ვერ დადგინდა.
ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა რიგაში, სურსათის უვნებლობის ინსტიტუტში.
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, 2019 წლის 3 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცემული ბრძანებით განისაზღვრა სპეციფიკური მოთხოვნები სახელმწიფოში წითელი წიწაკის იმპორტის მიმართ.
2020 წლიდან წითელი წიწაკის (დაფქული, დანაწევრებული) იმპორტის დროს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე, რა თქმა უნდა უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროდუქტი საქართველოში ვერ შემოვა. ის ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან განადგურებას.
ეს მოთხოვნა არ ეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან წითელი წიწაკის იმპორტს, რადგან ამ სახელმწიფოებში სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. 2021 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს სუდანის ჯგუფის საღებავებზე დაგეგმილი აქვს 33 ნიმუშის გამოკვლევა“.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ კიკალია ამბობს: 2020 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფოში შემოსული 400 წითელი სასაქონლო პაკეტი შემოწმდა. მათგან 32 სასაქონლო პარტია (348 ტონა) წითელი წიწაკა აღმოჩნდა. წიწაკის ძირითადი იმპორტიორები იყვნენ ინდოეთი და ჩინეთი; ასევე ეგვიპტე, უზბეკეთი, უკრაინა და თურქეთი.
21 შემთხვევაში სასაქონლო პარტიებს თან ახლდა შესაბამისი დოკუმენტი, ანუ ლაბორატოტიული კვლევა უარყოფითი შედეგით. 4 შემთხვევაში ქართულმა მხარემ აიღო ნიმუშები, არც ერთ მათგანში სუდანის ჯგუფის საღებავი არ აღმოჩნდა. 7 შემთხვევაში იმპორტიორებმა გამოკვლევაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, საქართველოში შემოტანილი 570 კგ. წითელი წიწაკა განადგურდა“.
2020 წლიდან, სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავებზე ლაბორატორიული კვლევა საქართველოში, კერძოდ, – ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, – დაიწყო.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი