

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა ფოტოკონკურსში „ზამთარი ხარაგაულში“ გამარჯვებულები გამოავლინა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
პირველი ადგილი ღორეშელმა ელა რამიშვილმა დაიკავა ფოტოთი „ზამთარი ღორეშაში“, მეორე ადგილი – ვარძიის სკოლის მოსწავლემ მარიამ ხიჯაკაძემ – ფოტოთი „ზამთარი ვარძიაში“, მესამე ადგილი – მარელისის სკოლის მოსწავლემ ნოკა ყიფიანმა მშობლიურ სოფელ ჭარტალში გადაღებული ფოტოთი.
ფოტოკონკურსი სოციალურ ქსელში გაიმართა. მონაწილეებს ხარაგაულსა და მის სოფლებში გადაღებული ზამთრის საუკეთესო პეიზაჟები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ფეისბუქგვერდზე პირველი თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით უნდა აეტვირთათ.
ფოტოკონკურსის „ზამთარი ხარაგაულში“ გამარჯვებულები საკონკურსო ფოტოებზე გაკეთებული მოწონებების მიხედვით გამოვლინდა.
ელა რამიშვილი ამბობს, ფოტოკონკურსში პირველად ჩაერთო და ეს მისთვის საუკეთესო შანსი იყო საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. ელა მოხარულია, რომ ძლიერ კონკურენტებს შორის გაიმარჯვა.
მარიამ ხიჯაკაძეს განსაკუთრებით ზამთრის პეიზაჟების გადაღება უყვარს. ახლა აბიტურიენტია და ფოტოების გადასაღებად ვეღარ იცლის, მაგრამ კონკურსისთვის ფოტო მაინც გადაიღო. ის მადლობას უხდის ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს კონკურსის ორგანიზებისთვის და ამბობს, რომ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს.
ნოკა ყიფიანისთვის ფოტოების გადაღება ჰობია. მას ყველაზე მეტად ბუნების ფოტოების გადაღება უყვარს. ნოკამ კონკურსის შესახებ რომ შეიტყო, ფოტო მშობლიურ სოფელ ჭარტალში მას შემდეგ გადაიღო, თუმცა, საპრიზო ადგილზე გასვლის მოლოდინი არ ჰქონდა. ის გამარჯვებით ძალიან გახარებული და ბედნიერია.
ფოტოზე: სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი აჯილდოვებს ელა რამიშვილს
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,