„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი და მომავალ ლიდერთა სკოლის ტრენერი ელენე რუსეცკაია საქართველოში ქალთა პოლიტიკურ ჩართულობასა და გამოწვევებზე საუბრობს.
– რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური ჩართულობა?
– ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაციის მნიშვნელობაზე მსჯელობისას, როგორც წესი, რამდენიმე მთავარ არგუმენტს გამოყოფენ:
1) სამართლიანობის არგუმენტის მიხედვით, ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, შესაბამისად, სამართლიანია, რომ ისინი პოლიტიკური თანამდებობების ნახევარს ფლობდნენ.
2) გამოცდილებაზე დამყარებული არგუმენტის მიხედვით, ქალებს განსხვავებული გამოცდილებები აქვთ და პოლიტიკურ პროცესებში ამ გამოცდილებების გასათვალისწინებლად აუცილებელია ქალების პოლიტიკური რეპრეზენტაცია.
3) ინტერესებზე დამყარებული არგუმენტია ის, რომ ქალებსა და კაცებს ხშირად განსხვავებული ხედვა და ინტერესები აქვთ, ამიტომ მამაკაცებს არ შეუძლიათ ორივე სქესის ინტერესების რეპრეზენტაცია.
4) სიმბოლური არგუმენტის მიხედვით, ქალი პოლიტიკოსის არსებობა მნიშვნელოვანია სხვა ქალებისთვის, ის ერთგვარი მისაბაძი მაგალითია, როლური მოდელი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისათვის, რაც ხელს უწყობს ქალების პოლიტიკური რეპრეზენტაციის გაზრდას.
5) დემოკრატიის იდეაზე დამყარებული არგუმენტის მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა ზრდის მმართველობის დემოკრატიზაციის დონეს და მოსახლეობის კეთილდღეობას.
– რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ საქართველოში?
– ხშირად გვსმენია, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის და რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა“ და ფსევდო „ზრუნვის“ ქალის დაცვის მოდელიც თავისთავად იწყებს მუშაობას.
სინამდვილეში, ქალთა პოლიტიკურ რეპრეზენტაციას ხელს უშლის განუვითარებელი პოლიტიკური კულტურა, ბუნდოვანი, გაუკუღმართებული გაგება პოლიტიკოსის, პარლამენტარის და პარლამენტის, რაც მთავარია, მასკულინური საზოგადოება, რომელიც კვლავ ძლიერია საქართველოში მიუხედავად მთელი რიგი წინ გადადგმული ნაბიჯებისა კანონმდებლობაში.
საქართველოში ჯერ კიდევ მხოლოდ კაცები განსაზღვრავენ პოლიტიკაში ვინ და როგორ მოხვდება.
– როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება?
მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა მხარდაჭერილი იყოს ყველა დონეზე, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების დონეზე, რადგან პარტია პოლიტიკოსების სამჭედლოა და სწორედ აქ ესაჭიროებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა ქალებს.
მნიშვნელოვანია ქალთა წარმოჩენა, მათი ხედვების, ინტერესების გათვალისწინება პარტიის პროგრამებში. ქალები სათანადოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
პოლიტიკური ცხოვრება ქალების გამოცდილებას საჭიროებს, რომელიც უფრო მრავალფეროვანს და კონკურენტუნარიანს გახდის პოლიტიკას. კვოტების არსებობა, ანუ რეალური შესაძლებლობა მოტივაციას და შესაძლებლობას უზრდის ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკაში.
ასევე, აუცილებელია მეტი ინვესტიცია ჩაიდოს განათლებაში, კარიერულ წინსვლასა და ლიდერობის პოტენციალის გაზრდაში. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე კვოტირებით მოსული ქალები ხდებიან მაგალითები სხვა ქალებისათვის.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი