ქალთა საერთაშორისო დღისთვის, კავკასიურმა ჟურნალმა ჩაწერა ინტერვიუ თავდაცვის ორ ქალ მინისტრთან – თინა ხიდაშელთან (საქართველო) და კრისტინ კრონ დევოლდთან (ნორვეგია).
ისინი განიხილავენ თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა გენდერული და ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა კავკასიის ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებზე! დღეს ჩვენი სტუმრები არიან თინა ხიდაშელი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეის“ ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კრისტინ კრონ დევოლდი – ნორვეგიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად ნორვეგიის მოგზაურობის ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც შემოგვიერთდება ინტერნეტით.
ძვირფასო თინა, პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თინა, თქვენ ბევრი „წოდება“ გაქვთ: გამოცდილი პოლიტიკოსი და იურიდიული ექსპერტი ბრძანდებით, წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი – პირველი და ფაქტობრივად ერთადერთი ქალი თავდაცვის მინისტრი ამ ქვეყანაში.
თქვენი მინისტრობის პერიოდიდან არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ორი საკითხი: სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. თუ არის რაიმე სხვა საკითხები, რომელთა განხილვაც გსურთ, სიამოვნებით მოგისმენთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ საერთაშორისო საკითხებზე ვსაუბრობთ, გთავაზობთ ნატოთი დავიწყოთ.
თინა ხიდაშელი: რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რატომღაც შეითავსა საგარეო საქმეთა მინისტრის როლის ნაწილიც, ევროკავშირის უსაფრთხოების ოპერაციებში ჩვენი მონაწილეობის გამო; თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი, რომელსაც მის განსაზღვრაში, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და საგარეო პოლიტიკური მიზნების წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ყველაფერი დაიწყო პრაღაში, ნატოს სამიტის დროს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატოს კარებზე დააკაკუნა და განაცხადა საქართველოს მზაობა ნატოში გაწევრიანებისკენ. ახლა, იმ დღიდან თითქმის 20 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვცდილობთ ამ მიზნის მიღწევას.
2008 წელი საქართველო-ნატოს ურთიერთობების ქვაკუთხედი იყო, როდესაც ბუქარესტში, სამიტის დროს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარდაუვალობის შესახებ და ნატოსთან ურთერთობის ისტორიაში პირველად მივიღეთ დეკლარაცია, რომელშიც ნათლად წერია, რომ საბოლოოდ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ამ დაპირების იმედად ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს მკაფიო პერსპექტივა თუ როდის მოხდება ეს.
2014-2016 წლებში, უელსის სამიტის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველო-ნატოს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს პაკეტი, რომელსაც MAP-ის [Membership Action Plan – CJ] ალტერნატივას ვეძახით. MAP-ის არარსებობა ნატოში ჩვენი გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებაა.
ნატოს პაკეტმა, რომელიც საქართველოს უელსის სამიტის დროს გადაეცა, განსაზღვრა ის სფეროები, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები ხელს შეუწყობდნენ რეფორმების წარმატებით გატარებას, ინსტიტუტების შენებასა და საბოლოოდ საქართველოს ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. პროექტი რეალურად დაიწყო 2015 წელს – ზუსტად იმ დროს, როდესაც მე გავხდი მინისტრი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი