ხარაგაულში მოქმედმა ბიბლიოთეკებმა და ისტორიულმა მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით განაახლეს ფუნქციონირება.
15 მარტიდან სახელოვნებო წრეების მეცადინეობები და თეატრის რეპეტიციები განახლდება.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გართულდა, მკითხველებს, დამთვალიერებლებსა და მაყურებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებენ.
„რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ინვენტარი შარშან შევიძინეთ. თუმცა, პრაქტიკულად, ამ დრომდე არ გამოგვიყენებია. ბიბლიოთეკაში მოსულმა მკითხველმა უნდა გაიროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ხელები დაიმუშაოს სპეციალური ხსნარით, რომელიც შემოსასვლელშია განთავსებული, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ბიბლიოთეკაში დაბრუნებული წიგნი ორკვირიან კარანტინს გადის. შემდეგ სპეციალური ხსნარით ვამუშავებთ და თავის ადგილზე ვაბრუნებთ.
პანდემიის პერიოდში რამდენიმე სოფელში ბიბლიოთეკა ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა, საჭიროებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, დაცული იყო ყველა რეკომენდაცია.
იძულებითი შეჩერების პერიოდში, ბიბლიოთეკების ასოციაციის დახმარებითა და მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით, სამ ეტაპად შევიძინეთ წიგნები როგორც ცენტრალური, ასევე სოფლის ბიბლიოთეკებისთვის. ამჟამად სოფლებში გავდივართ და იქ არსებულ ბიბლიოთეკებში ვაწარმოებთ მონიტორინგს, მიმდინარეობს სწავლებაც. უკვე 6 სოფელში ვიყავით. მუზეუმსაც შეუძლია დამთვალიერებელი უსაფრთხო გარემოში მიიღოს. იქ ყველა რეკომენდაციაა დაცული. განვაახლეთ საგამოფენო სივრცე.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნელ-ნელა, მაგრამ ენერგიით ვიწყებთ ამოქმედებას. ძალიან გვეშინია ეპიდსიტუაციის გართულების და მესამე ტალღის დაწყების.
ვფიქრობთ, უკვე დავიწყებთ მზადებას აპრილში გასამართი კვირეულისთვის.
სახელოვნებო წრეებისა და თეატრის წარმომადგენლებს სურთ, მალე განაახლონ რეპეტიციები. მათ, ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდგომ, დიდი მუშაობა მოუწევთ. ბავშვებს, შესაძლოა, ბევრი რამ დავიწყებული აქვთ.
თეატრს რაც შეეხება, 15 მარტიდან დაიწყებენ მუშაობას ახალ სპექტაკლზე, რომელსაც მაყურებელს მაის-ივნისში წარუდგენენ“, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი