

დეკემბერია ნათია, შენი ამქვეყნად მოვლენის და… უშენობის პირველი დეკემბერი. პირველად ვხვდებით უშენოდ შენი დაბადების დღეს – 29 დეკემბერს. შენი ოჯახის წევრები ცრემლიანი თვალებით გილოცავთ დაბადების დღეს. 35 წელი შეგისრულდება.
როგორ გიხაროდა შენი დაბადების დღის აღნიშვნა. ჩვენო საყვარელო, დაუვიწყარო ნათია, შენ ხომ შვილზე უზომოდ შეყვარებული, ძვირფასი, შეუდარებელი მეუღლე და ოჯახის ბურჯი რძალი იყავი. ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილი ხარ; ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება. როგორ გიხაროდა სიცოცხლე. სადაც გაივლიდი, ყველგან ღიმილს, სიკეთესა და სიყვარულს ტოვებდი. როგორ გვენატრები… რატომ? რისთვის გაგიმეტა ასე ნაადრევად ბუნებამ. შენი სიცილი, შენი სილაღე და მოუსვენარი ფუსფუსი გვენატრება. შენთან გატარებულ წლებს ვიგონებთ და ტკივილს ვერაფრით ვინუგეშებთ. ცრემლსა და დარდში გავატარეთ 10 თვე. წახვედი და დაგვიტოვე სევდით დამძიმებული გულები.
დედიკო, შენი სული დღესაც დამტრიალებს თავზე, ისე როგორც სიცოცხლეში დამტრიალებდი. გინდოდა, ყველაფერში წარმატებული ვყოფილიყავი. შენს სურვილს პირნათლად ვასრულებ. ძალიან მიყვარხარ და მენატრები, ჩემო ლამაზო დედიკო. დე, ღმერთმა მხოლოდ 34 წელი გარგუნა სიცოცხლისთვის. უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული.
ოჯახი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი