ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღებიდან პირველ მარტს ხარაგაულის #1-მა და #2, ხოლო დღეს, სოფლებში მოქმედ ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ვერტყვიჭალისა და საღანძილის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში სწავლა 10 მარტიდან დაიწყება. ვერტყვიჭალაში 45 აღსაზრდელია, ხოლო საღანძილეში – 17.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ უამინდობის გამო, ჩხერიმელას ხეობის სოფლების საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მესამედი მივიდა. ხარაგაულში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სულ 600 აღსაზრდელია.
„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბავშვო ბაღების იძულებითი უმოქმედების გამო მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინა , – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – თანდათანობით ყველა პრობლემას აღმოვფხვრით.
საბავშვო ბაღების სამზარეულოები ელექტროქურებზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქურებს ელენერგიის მეტი სიმძლავრე სჭირდება, ვიდრე ეს საბავშვო ბაღებშია.
დღეს, უამინდობის გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და საჭმელის მოსამზადებლად ისევ თხევადი აირი გამოიყენეს. მომავალში, ასეთი შემთხვევებისთვის, თხევადი აირის ბალონები უნდა შევიძინოთ.
წყლის პრობლემაა წყალაფორეთის საბავშვო ბაღში. ბაღის წყლის მილი მშენებარე სკოლის ტერიტორიაზე გადის. სამშენებლო სამუშაოების გამო, 70 მეტრი სიგრძი მილი დაზიანდა და მომავალ კვირაში შევცლით. მანამდე წყალაფორეთის საბავშვო ბაღში წყლით იქვე მცხოვრები მოსახლეობისგან ისარგებლებენ.
დავაანონსეთ, რომ თებერვალში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე პროდუქტებს გავცემდით. ამ პროცესს ამ კვირის ბოლოს დავიწყებთ.
ყველა აღმზრდელი და თანამშრომელი ინფორმირებულია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში თუ როგორ უნდა მოიქცეს. მშობლებს აღსაზრდელები ბაღების ეზოებამდე მოჰყავთ. ვატარებთ თერმოსკრინინგს და მაქსიმალურად ვიცავთ ყველა რეკომენდაციას.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე 21-ვე საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. ბორითის საბავშვო ბაღის ერთ თანამშრომელს, საბავშვო ბაღის ამოქმედებამდე, კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაშია“.
ნინო კაპანაძე
ევროკავშირის მთავარმა პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
ბათუმში 12-14 იანვარს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
დღეს, როგორც სტუდენტი და ამ ქვეყნის მომავალზე გულშემატკივარი მოქალაქე,
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმში ჟურნალისტ