

სოფელ ლაშეში მცხოვრები 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა. თანმხლები დაავადებები არ ჰქონია
ბოლო სამი დღის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი ხარაგაულის, ერთი – ბორითის კლინიკის თანამშრომელია. ინფიცირების დანარჩენი სამი შემთხვევა ასევე ბორითში დაფიქსირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში სულ 540 ინფიცირებულია. მათგან 498 გამოჯანმრთელდა, 12 – გარდაიცვალა.
30 ინფიცირებულიდან ყველა მათგანი ბინაზე, ოჯახის ექიმისმეთვალყურეობით მკურნალობს. თვითიზოლაციაში 13 პირი რჩება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცივე საბავშვო ბაღის 200-მდე თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა. სწრაფი და PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
გრძელდება სკოლების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება. ამ კვირაში ხარაგაულის #2, #3, სასულიერო გიმნაზიის, მოლითის, ზვარეს, წიფას, მარელისის სკოლების თანამშრომლები გაიტესტენ. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. ამ სკოლების თანამშრომელთა PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,