ჯერჯერობით უცნობია, როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და როდის დაიწყება ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმით განსაზღვრული მოსახლეობის ჯგუფების აცრა.
ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ შემაწუხებელ და დამთრგუნველ შეზღუდვებს.
საინტერესოა, ხარაგაულელთა მოსაზრებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ხარაგაულის #3 სკოლის ექიმი ია ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რა ტიპის ვაქცინა შემოვა, გაურკვევლობაში და მუდმივად ძიებაში ვართ, – ამბობს ია ხარაზიშვილი, – თუმცა, ნებისმიერ ინფექციასთან საბრძოლველად აცრა აუცილებელია.
ხარაგაულის საავადმყოფოს ქირურგმა ზაური ჭუმბურიძემ კორონავირუსი დაამარცხა და როგორც თავად ამბობს, ახლა თავს კარგად გრძნობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორი იქნება ვაქცინა, – რომელი ქვეყნისგან წარმოებული და რა შემადგენლობის. ზაური ჭუმბურიძე გვირჩევს, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ – ვატაროთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია.
„ჩემი აზრით, ვაქცინაცია ნამდვილად აუცილებელი და დროულად ჩასატარებელია, – ამბობს პედაგოგი ლია რამინიშვილი, – მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიან და ეფექტურ ვაქცინას მივიღებთ. ავიცრათ თუ არა, ამაზე დაეჭვება არ შეიძლება – აუცილებლად უნდა ავიცრათ. დღეს, როცა მსოფლიოში საზღვრები გახსნილია, ვაქცინაციაზე უარის თქმა წარმოუდგენელია. იმუნიზაცია აუცილებელი და საჭიროა ორგანიზმისთვის, მითუმეტეს, ასეთი საშიში ვირუსის დროს. სახელმწიფომ მაღალი ხარისხის ვაქცინა დროულად უნდა შემოიტანოს და ჩვენ ამაზე უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ვაქცინაციის შედეგად გარანტია გვაქვს, რომ კორონავირუსისგან არავინ დაიღუპება – აკაკი ზოიძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.