

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს 29 დეკემბერს, 12 საათზე, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მაშა და დათვი.“
დღესვე, 15 საათზე, მოეწყობა საახალწლო კარნავალი მოსწავლეთა მონაწილეობით ხარაგაულის კინოთეატრში.
30 დეკემბერს, 15 საათზე, დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი.
30 დეკემბერს, 19 საათზე, ნაძვის ხესთან გაიმართება კონცერტი ახალგაზრდების მონაწილეობით, „კარაოკე“ და მურაბების ფესტივალი.
7 იანვარს ხარაგაულში ტრადიციული „ალილო“ გაიმართება.
12 იანვარს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოსწავლეები საახალწლო აქსესუარებს დაამზადებენ.
19 იანვარს ხარაგაულელებს ახალ წელს კონცერტით მიულოცავს ხალხური შემოქმედების სახლი.
წინასაახალწლოდ ხარაგაულში უკვე გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „უბისის“ კონცერტი. საახალწლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, გაიმართა სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, მაია დათუნაშვილის პროექტის „დედაქალაქი რეგიონს“ პრეზენტაცია, საახალწლო ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში, საბავშვო ფილმის ჩვენება. კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ხიდარში გამართა სპექტაკლი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ ღონისძიებებისთვის 1 200 ლარი დაიხარჯება.
ფოტოებზე: საახალწლო ზეიმი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში;
სამუსიკო სკოლის კონცერზე.
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების