საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან ერთად თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები გახსნა.
შარლ მიშელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა/ 28 თებერვალი – 3 მარტი) მოგზაურობის ფარგლებში ეწვია.
საქართველოში ყოფნისას ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ის ასევე ეწვია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს, მოინახულა ევროკავშირის პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს.
თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა: „ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ საზეიმო გახსნაში მონაწილეობის მიღება, ჩემს მეგობართან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად.
ვფიქრობ, დღეს მტკიცე ევროპული თანამშრომლობისა და ევროპის გუნდის მნიშვნელობის შესახებ ძლიერი გზავნილი გავაჟღერეთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენი მეგობრობისა და პოლიტიკური ნების გამოსახატად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან“.
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა: „ახალი საერთო ოფისი „ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, როგორც ევროკავშირის ბანკი, მზადაა დახმარების აღმოსაჩენად. ევროკავშირის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე და მდგრად განვითარებაზე, მიზნად ისახავს ასეულობით მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
გასულ წელს მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად 170 მილიონი ევრო გამოყო – 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო – პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მომავალ თვეებსა და წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისები განთავსებულია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64 ბ ნომერში მდებარე თანამედროვე და ენერგოეფექტურ შენობაში. ოფისებში 60-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს. ინტერიერი გაფორმებულია საქართველოში წარმოებული ავეჯითა და ქართული დიზაინის ელემენტებით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.