

დღეს, პირველ მარტს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიკონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2021“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტში ჩართული სკოლების მასწავლებელთა შეკითხვებს ორგანიზაცია CENN – ის რეგიონულმა კოორდინატორმა იმერეთში მაია კეზევაძემ უპასუხა.
მან პროექტში ახალჩართული სკოლებისთვის კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებზე ისაუბრა.
მაია კეზევაძის ინფორმაციით, კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2021“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, ჯერჯერობით, შვიდი სკოლა მონაწილეობს. სკოლებს ამ როექტში ჩართვა აგვისტომდე შეეძლებათ.
„იმედი მაქვს, რომ ხარაგაულიდან კიდევ უფრო მეტი სკოლა შემოგვიერთდება, რადგან ამ პროექტში აქტივობით ხარაგაული იმერეთის რეგიონში ლიდერია, – ამბობს მაია კეზევაძე , – წლევანდელ კონკურსში მთავარი ცვლილება ისაა, რომ სკოლები აქტივობების შედეგად აგროვებენ „ნერგებს“ და არა ქულებს. ასევე სიახლეა ის, რომ პანდემიიდან გამომდინარე სკოლებს ნერგების (ქულების) დაგროვება ონლაინ მუშაობის დროსაც შეეძლებათ“.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალი ივლის-აგვისტოში, ხოლო ფინალი 28 სექტემბერს „მწვანე მომხმარებლის დღეს“ გაიმართება.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,