
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პანდემიით დაზარალებული 500 ოჯახის დახმარებას აპირებს პროდუქტების პაკეტით, რომელიც მოიცავს 25 კგ. ფქვილს, ბრინჯს, მაკარონს, შაქარსა და ზეთს.
„ცალსახად ვერ განვსაზღვრავთ კატეგორიას, თუ ვინ მიიღებს პროდუქტების პაკეტს. დავეხმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში შემოსავლის წყარო დაკარგეს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – შესაძლოა, ეს ოჯახები, ზოგადად, სოციალურად დაუცველები არ იყვნენ. თუმცა, ახლა დახმარებას ნამდვილად საჭიროებენ.
დასახმარებელთა სიებს, უახლოეს პერიოდში, მერის წარმომადგენლები მოგვაწვდიან და განვიხილავთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პანდემიით დაზარალებული ოჯახებისთვის 25 კგ-იანი 500 ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს ტენდერში გამარჯვებული შპს „ტენდერი123“ 17 750 ლარად მიაწვდის.
მერია პანდემიით დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტების პაკეტის გადაცემას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან გეგმავს.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება