

ე.წ. „ტაბელის ცხრილის“ შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ.
დოკუმენტი კომპანიებმა ერთი წლის ვადით უნდა შეინახონ.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ თანამშრომელთა სამუშაო დროის ზუსტად აღრიცხვისათვის ეს გამართული ბერკეტია.
– ეკონომიკის ყველა სექტორში ადგილი აქვს ზეგანაკვეთურ შრომას, რომლის ანაზღაურება არ ხდება, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი, – დოკუმენტში უნდა მიეთითოს ასევე, თუ როდის ისარგებლა დასაქმებულმა შვებულებით, ან საავადმყოფოს ფურცლით.
ყველა ამ ჩანაწერს აქვს პრაქტიკული დანიშნულება, რადგან კანონმდებლობა ანაზღაურებად შვებულებასა და ბიულეტინს ითვალისწინებს.
სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმა მარტივად შესავსებია. დამსაქმებელი ვალდებულია, ეს დოკუმენტი დასაქმებულს გააცნოს. თუ დასაქმებული მიიჩნევს, რომ რაიმე არასწორადაა შევსებული, მასში ცვლილებას მოითხოვოს.
მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმიც – დამსაქმებელს ამ დოკუმენტის შრომის ინსპექციასთან წარდგენის ვალდებულება აქვს.
შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა დამსაქმებელის ინტერესშიცაა. ეს ნიშნავს, რომ მას ყველა დოკუმენტაცია, რაც შრომით ურთიერთობებს უკავშირდება, მოწესრიგებული აქვს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,