

ბორის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა ვიდეორგოლების კონკურსში თემაზე „ნაბიჯი თანადგომისაკენ.“
სულ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, ათი საუკეთესო ვიდეორგოლი გამოვლინდა.
კონკურსში გამარჯვებულები, მათ შორის ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, 28 დეკემბერს თბილისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან.
ვულოცავთ ბორის საჯარო სკოლას ამ წარმატებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,