

24 თებერვლის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გუშინ ათი პირი გაიტესტა. მათ შორის, ტაქსის მძღოლები. ხარაგაულის საავადმყოფოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გეგმიური ტესტირება სულ ტაქსის 15 მძღოლს ჩაუტარდა. ყველა მათგანის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულში ამჟამად 34 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში ერთი პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ვირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში 535 ინფიცირებულია. მათგან 490 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
ამჟამად თვითიზოლაციაში 30 პირი იმყოფება.
ორშაბათს, პირველ მარტს, გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,