

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიის გალობის მასწავლებელი თორნიკე ბაკურაძე შემაჯამებელი ღონისძიებით წარდგა ხარაგაულელი მსმენელის წინაშე. გიმნაზიის მოსწავლეებმა საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიებას, რომელიც მოსწავლეთა სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) დარბაზში გაიმართა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე), გიმნაზიის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, შედეგი, რასაც მოსწავლეებმა მიაღწიეს, რეგენტ თორნიკე ბაკურაძის თავდადებული და დიდი შრომის შედეგია.
მეუფე დიმიტრიმ დიდი მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მათ მასწავლებელს და აღნიშნა, რომ ხარვეზები გამოსწორებადია. „ყველას აქვს შესრულების ინდივიდუალური მანერა და აქ ჩანს მისი დამოკიდებულება. როგორი გულითაც აკეთებ სხვა საქმეს, გეტყობა გალობისა და სიმღერის დროს. ხალხურ სიმღერასა და საგალობლებში ყველა ბგერა მოსაფერებელი და სათუთად სათქმელია. ჩვენი შესრულებით ვეფერებით და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც შექმნა ეს სიმღერა თუ გალობა,“ – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რასაც მოსწავლეები გალობის წრეზე შეისწავლიან, მისი რეალიზება მოახდინონ ტაძარში, წირვის დროს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სისტემატური მეცადინეობა და წირვაზე სიარული.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების