

ხარაგაულში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 17 აქტიური შემთხვევაა.
მათგან სამი ინფიცირებული სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეს იმყოფებიან.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე 521 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 493, ხოლო გარდაიცვალა – 11.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მასწავლებლების გეგმიურ ტესტირებებს აგრძელებს. ტესტირების მეორე ეტაპზე, 15 თებერვლიდან დღემდე, 277 პედაგოგი გაიტესტა. მათგან კორონავირუსი არავის დადასტურებია.
დღეს და ხვალ კორონავიურსზე ტესტირება ლეღვანის, მარელისის, ვახანის, საღანძილეს, ბაზალეთისა და ლაშის სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარდება. ორშაბათიდან, 22 თებერვლიდან, ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების პედაგოგები გაიტესტებიან.
მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ, მათ შორის – 80%-ს – სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ს – PCR ტესტირებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,