

სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას ხარაგაულის გიმნაზია სიახლით შეხვდა.
გიმნაზიის, იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოფლებიდან დადიან, ავტობუსი მოემსახურება.
„გიმნაზიის რექტორს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს მეუფე მელქისედეკს დიდი ხანია სურდა, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი მომსახურებოდა, – ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – ავტობუსი სამი სოფლის – საქარიქედი, ფარცხნალი, ლაშე – ცენტრამდე მივა და მოსწავლეებს მიმდებარე სოფლებიდანაც წამოიყვანს.
მოსწავლეებს ყოველდღიურად გიმნაზიის მოსწავლეების ბაბუა – დავით ბარბაქაძე მოემსახურება. ის, ბავშვების სიყვარულის გამო, მინიმალურ ხელფასზე დაგვთანხმდა. თვეში ავტობუსს 0.5 ტონა დიზელი სჭირდება. იმედი გვაქვს კეთილი ადამიანები საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებში თანადგომას გაგვიწევენ“.
„ჩემს შვილებს ყოველდღე 10 კილომეტრის გავლა უწევდათ,- ამბობს მშობელი ნატო წარიაშვილი, – საკუთარი ტრანსპორტი კი მყავს, მაგრამ ყოველდღიურად ახალსოფლიდან ბავშვები ვერ მომყავდა. დიდი მადლობა გიმნაზიის დირექციას. ახლა გაცილებით მშვიდად ვიქნები“.
თამთა გოგოლაძე
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,