

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ.
გეგმიური ტესტირება დღეს, 17 თებერვალს, მოლითის, ზვარესა და წიფის სკოლებში ჩატარდება. ამ მომენტისთვის უკვე გატესტილია გიმნაზიის, ხარაგაულის#2, ხარაგაულის#3, ხიდრის, ვარძიის, ბორის, წყალაფორეთისა და კიცხის სკოლის თანამშრომლები.
სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან დღემდე დადასტურებულია 521 შემთხვევა, მათგან 474 გამოჯანმრთელდა, 11 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,