
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევა პირველ თებერვალს დაიწყო.
გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქე. საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი გაწვევის საკითხებში ნუგზარ მესხი ამბობს, საგაზაფხულო გაწვევა პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე ცხადდება. ყველა მუნიციპალიტეტს გაწვევის გეგმა-გრაფიკი უდგინდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 133 წვევამდელია. მათთან უწყებები უკვე გაგზავნილია.
-უწყების მიღების შემდეგ პირი უნდა გამოცხადდეს ხარაგაულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, – ამბობს ნუგზარ მესხი, – ჩვენი სამსახურის მიერ დგება წვევამდელის პირადი საქმე და უზრუნველვყოფთ მის ტრანსპორტირებას თბილისში სამედიცინო კომისიაზე.
წვევამდელებში შედიან ის პირებიც, რომლებმაც სამი წლის წინ გაიარეს სამედიცინო შემოწმება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა სამი წლით გადაუვადდათ. გარდა ამისა, გვაქვს ექვსთვიანი და ერთწლიანი გადავადებები ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის. გადავადების დოკუმენტს გასცემს სპეციალური სამედიცინო კომისია.
პირი სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, როცა:
სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან დროებით თავისუფლდება სტუდენტი, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ ის კვლავ ირიცხება წვევამდელთა სიაში და ვალდებულია გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
თუ პირი ცდილობს თავი აარიდოს სამხერდო სავალდებულო სამსახურს, იკრიბება გაწვევის კომისია. ამ პირების სიები გადაეცემა პოლიციის განყოფილებას, რომ უზრუნველყონ წვევამდელის მოყვანა სამხედრო გაწვევის სამსახურში. თუ ესეც ვერ ხერხდება, მას ვუგზავნით სატელეფონო შეტობინებას, რაც იურიდიულად უწყების ტოლფასია. ასევე გვაქვს უწყების მეორე მხარე, რაზეც წვევამდელი ხელს უწყების მიღებისას აწერს. ეს საფუძველია იმისათვის, რომ სასამართლოში სამართალდარღვევის საქმე აღიძრას.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ წვევამდელებს აძლევს დოდუმენტაციას, რომლის მიხედვით წვევამდელი სარგებლობს გადავადებით. ვინაიდან ეს ორგანიზაცია მოქალაქეებს მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს, სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით მღვდელმსახური სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება.
ხარაგაულში საშემოდგომო და საგაზაფხულო გაწვევაზე დაახლოებით 60-მდე წვევამდელმა „გირჩის“ მიერ გაცემული დოკუმენტი წარმოადგინა. ეს საკმაოდ დიდი კონტინგენტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. ამიტომ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. როგორ წარიმართება საგაზაფხულო გაწვევა, არ ვიცი. გეგმა-გრაფიკის შესრულება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაჭირდება. ეს არის მთელი ქვეყნისთვის პრობლემა – დაახლოებით 40 ათასი წვევამდელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დოკუმენტით თავს არიდებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა გაწვევის გეგმა- გრაფიკი 100%-ით სრულდება. ასევე იყო 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მოვახერხეთ და გეგმა-გრაფიკი შევასრულეთ. ახლა კი მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
თუ წვევამდელი საზღვარგარეთაა, ამას ადასტურებს სოფლის წარმომადგენელი და იმოწმებს ორ მეზობელს. დოკუმენტი წვევამდელის საქმეში მოთავსდება. უცხოეთიდან დაბრუნების შემთხვევაში 27 წლამდე ახალგაზრდა გაწვევას ექვემდებარება. 27 წლის შესრულების შემდეგ კი ირიცხება რეზერვში.
სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში ერთწლიანია. სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ჰიგიენისა და კვების ნორმები დაცულია. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ჩემი აზრით, ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება