
ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლ და კ“ ამჟამად ლეღვანში აწარმოებს. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი ხარაგაულში უკვე ჩატარდა.
კომპანიის დირექტორის, კობა ლომიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ლეღვანში წყლის შიდა ქსელები იცვლება. შემდეგ ეტაპზე, ამინდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ მარტში, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება.
„ჯერჯერობით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, – ამბობს კობა ლომიძე, – ლეღვანში ერთი რთული მონაკვეთია, მილი მდინარის კალაპოტშია ჩასადები. ეს ის ადგილია, რომელიც 2019 წლის ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა“.
პროექტის თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობიდან დაბა ხარაგაულში შემომავალ 14-კილომეტრიან მაგისტრალს, ხოლო ხარაგაულში უნდა მოეწყოს ორი ჭაბურღილი.
გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი აუზის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა. კორპუსებში წყალმომარაგების საერთო სარგებლობის შიდა გაყვანილობა შეიცვლება.
ამ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია 3 916 930 ლარად შეასრულებს.
ხელშეკრულების თანახმად, ხარაგაულში წყალსადენის რეაბილიტაცია-მშენებლობას 2021 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას; ლეღვანის, საღანძილესა და დიდვაკის იმ მოსახლეობის წყალმომარაგებას, რომლებსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ემსახურება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: წყალსადენის სარებილიტაციო სამუშაოები პატარა ხარაგაულში
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება