„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაზალეთის თემის მოსახლეობასთან შეხვედრებით დღეს, 16 თებერვალს დაიწყო.
საერთო კრებებზე უმრავლესობა გადაწყვეტს, რომელი პრობლემის მოგვარებას მოხმარდეს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
ბაზალეთში (ჭიპაშვილების უბანი), ღარიხევში (ჭილოფისა და ბრუისის უბანი), წიფსა და ქროლში მოსახლეობამ გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყვიტა. წიფში ასევე მოიხრეშება გზა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაზალეთისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი, ღარიხევის, ქროლისა და წიფისთვის 10-10 ათასი ლარი.
ბაზალეთში მოსახლეობის კრებაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გარე განათების მოსაწყობად, შესაძლოა, საჭირო მასალები შევისყიდოთ და სამუშაოების წარმოება „ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ დავავალოთ, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – ასე უფრო დიდ მანძილზე შევძლებთ ქსელის გაკეთებას. თუმცა, ამ საქმეს ყველა სოფელში მუნიციპალური ააიპი ვერ აუვა და ზოგან ქსელის მშენებლის გამოსავლენად ტენდერის გამოცხადება მოგვიწევს. მთავარია, კონკრეტული პროექტი ხარისხიანად შესრულდეს“.
„სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს; მათ შორის – წყალმომარაგებისა და საუბნო გზების, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ბაზალეთის თემის სოფლებისთვის გამოყოფილი თანხით ჭაბურღილისა და საუბნო გზების მობეტონება გაჭირდება. სამომავლოდ ამ პრობლემების გადასაჭრელად თანხებს სხვადასხვა ფონდებიდან მოვიძიებთ“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება და 15 მარტს დასრულდება. მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარსადგენად დაამტკიცებს.
პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლისთვის 890 000 ლარი გამოიყოფა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი