

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან დღემდე დადასტურებულია 518 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა – 470, გარდაიცვალა – 11.
37 ინფიცირებულიდან სტაციონარში 4 პირი მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება.
დღეს, 15 თებერვალს, PCR ტესტი ხარაგაულისა და ბორითის კლინიკის 30 თანამშრომელს და ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში მისულ 5 ცხელებიან პაციენტს ჩაუტარდა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
16 თებერვალს სკოლების თანამშრომელთა ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყება. ყველა მასწავლებელს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება – 80%-ს – სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ს – PCR ტესტირებით. კონკრეტული მასწავლებელი რომელი მეთოდით გაიტესტოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სკოლის დირექცია იღებს.
-ხარაგაულში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შევინარჩუნოთ, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – ამისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,