

უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების დასახმარებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ხორბლის ფქვილის შესაძენად 17 250 ლარზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა მომწოდებელმა არ მიიღო.
ტენდერით, მუნიციპალიტეტს პირველი ხარისხის ფქვილი 25-25 კგ-იანი ტომრებით უნდა შეეძინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 500 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება იგეგმება.
„ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ეს პროდუქტი შეგვეძინა, თითოეული ოჯახი ასევე მიიღებს ბურღულს, შაქარსა და ზეთს. ერთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 50-53 ლარია. სულ ოჯახების დასახმარებლად 25 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. შესაძლოა, პაკეტს სხვა პროდუქტიც დაემატოს. ჯერჯერობით, კონკრეტული კატეგორია, თუ ვინ მიიღებს დახმარებას, განსაზღვრული არ არის,“ – ამბობს ნანა კიკნაძე.
ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის, ინფორმაციით, ამჟამად სატენდერო კომისია ბაზრის კვლევაზე მუშაობს და ტენდერი უახლოეს მომავალში ხელახლა გამოცხადდება.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,