

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა საქარიქედსა და სარგვეშში დადასტურდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 453-ია.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან დღემდე დადასტურებულია 515 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა – 453, გარდაიცვალა – 11.
13 ინფიცირებული სამკურნალოდ სტაციონარშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. იზოლაციაშია 44 პირი.
ხარაგაულში პირველ თებერვლიდან პედაგოგთა კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლის 546 პედაგოგი გაიტესტა; აქედან 434 – სწრაფი ტესტით, ხოლო 112 – PCR ტესტით. სწრაფი ტესტით კორონავირუსი მხოლოდ ბორის სკოლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
მასწავლებელთა განმეორებითი ტესტირება 16 თებერვლიდან დაიწყება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ამჟამად გეგმიურად ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტებიან ტაქსის მძღოლები, ხოლო ყოველ მეშვიდე დღეს – სამედიცინო პერსონალი და რელიგიის მსახურები.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,