
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად ხიდარსა და ლაშეშია.
ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე ამბობს, რომ ხარაგაულში, ბოლო დღეებში, სტაბილური ეპიდსიტუაციაა. ის რეკომენდაციების დაცვისკენ მოგვიწოდებს და გვაფრთხილებს, რომ ვიაროთ პირბადით, დავიცვათ დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
პირველი თებერვლიდან დღემდე ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლის 546 პედაგოგი გაიტესტა; აქედან 434 – სწრაფი ტესტით, ხოლო 112 – PCR ტესტით.
სწრაფი ტესტირებით, კორონავირუსი მხოლოდ ბორის სკოლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ორშაბათობით, ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომელთა კორონავირუსზე ჯანმრთელობის მდგომარეობა, PCR ტესტირებით მოწმდება. გუშინდელი ტესტირების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ყველა მასწავლებელს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება; თითოეული სკოლის მასწავლებელთა 80%-ს – სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ს – PCR ტესტირებით.
კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე ხარაგაულში სულ ვირუსი 513 პირს დაუდასტურდა. მათგან 453 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
49 ინფიცირებულიდან 9 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იზოლაციაში 35 პირი იმყოფება.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება