

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 9, 10 და 11 თებერვალს 00:00 სთ-დან 05:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ტრანსპორტის მიმოსვლის შეზღუდვის მიზეზი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებია.
-მშენებელ კომპანიას ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გავრცელებულ განცხადებაში.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ბუქსირების საჭიროებისათვის) მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,