

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #2685 განკარგულებით, პირველ ეტაპზე, გზების სარეაბილიტაციოდ 2 809 796 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად, 2021 წელს შემდეგნაირად გაიხარჯება:
ვერტყვილაში, ახალსოფლისა და ღარიხევის გზების სარეაბილიტაციოდ ტენდერები, მშენებელი ორგანიზაციების შესარჩევად, უკვე გაიმართა.
ვერტყვილას გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „იმერმშენი” 60 900 ლარად გეგმავს.
ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალპედესთან“, ამ სამუშაოს შესრულებას კომპანია 191 528 ლარად აპირებს.
ახალსოფლის გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის, ინფორმაციით, ყველა დანარჩენი – 2020-2021 წლების გარდამავალი პროექტია.
„ამ სოფლებში გზების რეაბილიტაციისათვის ტენდერები შარშან გაიმართა და მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მათზე ხელახალი ტენდერი აღარ გამოცხადდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს პროექტების დასასრულებლად გადაეცემათ“, – ამბობს ზურაბ იჩქიტიძე.
ფოტოზე: წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძეების უბნების გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი