
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანად შერაცხული მეფის საპატივსაცემოდ საქართველოში ბევრ ადამიანს ჰქვია დავითი.
„ჩემს თობაში ეს სახელი საკმაოდ პოპულარული იყო,- ამბობს ხარაგაულელი დავით ჩადუნელი, – მიყვარს ჩემი სახელი, როგორც მისი ისტორიული და რელიგიური წარმოშობიდან გამომდინარე, ასევე ჟღერადობითაც“.
დავით ჩადუნელს მშობლებისაგან ხშირად სმენოდა, რომ როდესაც დაიბადა, მასზე სამი წლით უფროსი დისთვის უკითხავთ, – რა დავარქვათო? – მას კი უთქვამს, დათოო.
დავით ჩადუნელს დავითობას, 2007 წლის 8 თებერვალს, ვაჟი შეეძინა.
„შვილის სქესი რომ გავიგე, ვამბობდი, თუ 8 თებერვალს დაიბადებოდა, დავითს დავარქმევდი. ჩემი შვილი ქვეყანას სწორედ ამ დიდებული მეფის ხსენების დღეს მოევლინა. ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება მამის სახელის დარქმევა, რადგან ამასთან დაკავშირებით ცრურწმენაა გავრცელებული.
ჩემს მაშინდელ მოძღვარს მამა ფილიპეს (აბაშიძე) ავუხსენი სიტუაცია. მას გაეღიმა და მითხრა: დავით, წმინდა მეფის ხსენების დღეს შვილი შეგძენია და სხვა რა სახელი უნდა დაარქვაო?! ამ პასუხით ორმაგად გახარებულმა, სიამოვნებით დავარქვი ჩემს შვილს დავითი“, – იხსენებს დავით ჩადუნელი.
დავით ჩადულები ყოველ 8 თებერვალს ტაძარში სანთლის ანთებით იწყებს. ამის შემდეგ კი ოჯახში შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღე მისთვის ორმაგად დიდი დღესასწაულია.
„ყველა დავითს, თქვენს მკითხველებსა და ზოგადად, ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობიან ხვალინდელ დღეს. ასევე ჯანმრთელობას, პანდემიის დაძლევასა და ერთიან ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას“.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 1125 წელს აღესრულა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება. დავით აღმაშენებელმა ქვეყანა დამპყრობლებისგან სრულიად გაათავისუფლა, მტერი განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდანაც. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის