
ბოლო 72 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ლაშესა და ხიდარში. ყველა მათგანი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.
დაავადებულთა საერთო რაოდენობა ხარაგაულში, დადასტურების პირველი შემთხვევიდან დღემდე 504-ია. მათგან 437 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 – გარდაიცვალა.
კოვიდკლინიკებში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 47 პაციენტი სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჯამად თვითიზოლაციაში 47 პირი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, პირველ თებერვალს, გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდა ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების 28 თანამშრომელს, ჩატარებული ტესტირებებიდან ყველა პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულში სკოლების თანამშრომელთა ტესტირება გრძელდება. ტესტირებები ჩატარდა დაბა ხარაგაულის, კიცხის, ხიდარის, ვარძიის, ბორის, წყალაფორეთის, მოლითის, ზვარეს, წიფისა და საღანძილის სკოლებში.
სულ გაიტესტა 287 პირი, მათგან 60 PCR ტესტირებით და მათი პასუხები დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. დანარჩენებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ.
ტესტირებების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ბორის სკოლის ერთ თანამშრომელს. მასთან კონტაქტში მყოფი პირები და ინფიცირებული ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ბორის სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.
ყველა პედაგოგის ჯანმრთელობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაკონტროლდება; თითოეული სკოლის მასწავლებელთა 80% სწრაფი ტესტით, ხოლო 20% – PCR ტესტირებით. კონკრეტული მასწავლებელი რომელი მეთოდით გაიტესტოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს სკოლის დირექცია აცნობებს.
ტესტირება უტარდებათ სკოლის ყველა თანამშრომელს, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე დაამარცხეს.
თამთა გოგოლაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.