

მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპია, რომელსაც ბევრი გამოწვევა ახლავს თან. მშობლის მხრიდან სწორი კომუნიკაცია მოზარდს ამ სირთულეების დაძლევაში ეხმარება.
ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ მიუდგეს საკუთარ მოზარდ შვილს და როგორ დაძლიოს კომუნიკაციის პრობლემები.
ხუშაბათს, 4 თებერვალს, 20:00 საათზე სწორედ ამ თემაზე ჩატარდება ფსიქოლოგ მაია ცირამუას ვებინარი, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ვებინარი შეეხება მოზარდებთან მოლაპარაკების ტექნიკას და მათთან დიალოგის მნიშვნელობას.
მივიღებთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს – როგორ ვესაუბროთ მოზარდს.
განვიხილავთ აღზრდის სხვადასხვა სტილის გავლენას მოზარდებზე და ვისაუბრებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები.
ვებინარი წარიმართება ფეისბუქ ლაივის საშუალებით და მაყურებლებს საშუალება ექნებათ მოგვწერონ თემატური შეკითხვები.
ვებინარი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის” მიერ, პროექტის „მშობლობა პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა