

დღეს, პირველ თებერვალს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებმა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლისა და ხარაგაულის გიმნაზიის 47 მასწავლებელი კორონავირუსზე სწრაფი ტესტით შეამოწმეს. ამ ორი სკოლის დანარჩენ პედაგოგებს ხვალ PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. დღრეს აღებული სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ხვალ კორონავირუსზე ტესტირება კიცხის ზონის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდებათ.
ყველა პედაგოგის ჯანმრთელობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაკონტროლდება; თითოეული სკოლის მასწავლებელთა 80% სწრაფი ტესტით, ხოლო 20% – PCR ტესტირებით. კონკრეტული მასწავლებელი რომელი მეთოდით გაიტესტოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს სკოლის დირექცია აცნობებს.
დღეს, პირველ თებერვალს, გეგმიური PCR ტესტირება ასევე ჩაუტარდა ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების 28 თანამშრომელს. ამ ტესტირების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება ჩაიტარონ.
PCR და სწრაფი ტესტირება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც არის შესაძლებელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,