

3 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე
მეექვსედ აღინიშნება.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ამ ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთვება.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ეს დღე ბიბლიოთეკაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მკითხველის გარეშე ჩაივლის.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები გეგმავენ, რომ სამკითხველო დარბაზში გალაკტიონის შემოქმედებიდან ერთი ლექსი წაიკითხონ. საბავშვო ბიბლიოთეკაში კი რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან ერთ მოთხრობას ნორჩი მკითხველები წაიკითხავენ. ამ ღონისძიებების ამსხველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
ბიბლიოთეკის სასოფლო განყოფილებებში მკითხველის მისვლა ნებადართულია. მკითხველის მონაწილეობით წიგნის კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა იგეგმება ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკაში, სადაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან რამდენიმე მოთხრობასა და ლექსს წაიკითხავენ.
ნინო კაპანაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა