

ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანია ხარაგაულიდან ბაზალეთამდე მისასვლელი ავარიული გზის რეაბილიტაციაზე მუშაობს.
ამისთვის დამკვეთმა – მუნიციპალური განვითარების ფონდმა – დამატებით 93 994 ლარი გამოყო.
ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია ბაზალეთი-ღორეშას გზის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის 19 აპრილისთვის იგეგმება.
„ღორეშა-ბაზალეთის გზაზე სამუშაოები თითქმის დასრულდა, – ამბობს მშენებელი ორგანიზაციის – შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე, – ამჟამად გვერდულებისა და ბეტონის საფარის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დამატებით 800 მეტრი გზის რეაბილიტაცია დაგვევალა. ამ გზაზე, ჯერჯერობით, მიწის საფარს ვაწესრიგებთ. ამის შემდეგ ბეტონის საფარის დაგება დაიწყება“.
ბაზალეთი-ღორეშას საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 8 389 620 ლარი იხარჯება. ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის ჩათვლით, მუნიციპალური განვითარების ფონდი შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ სულ 8 483 614 ლარს გადაუხდის.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: საავტომობილო გზის ხანდები-ბაზალეთის მონაკვეთი
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი