

პირველი თებერვლიდან ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ლეღვნის, სარგვეშისა და ხევი-ნადაბურის მიმართულებით აღდგა.
ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსს მგზავრები იანვარშიც გადაჰყავდა. კიცხიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 8:20 სთ-ზე გამოდის და ხარაგაულიდან 15:00 საათზე ბრუნდება.
მიკროავტობუსი ნადაბურიდან 07:30 სთ-ზე გამოდის, ხოლო ხარაგაულიდან 12:00 საათზე ბრუნდება.
დავით ხარაძის თქმით, მგზავრთა სიმცირის გამო, სხვა მიმართულებებით ტრანსპორტის მოძრაობა არ იგეგმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის საავადმყოფოსა თეთრაწყაროს მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისთვის ტენდერს მუნიციპალიტეტის მერია 10 ათას ლარზე დღეს, პირველ თებერვალს, გამოაცხადებს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის განახლება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირველი მარტიდან იგეგმება.
ნინო კაპანაძე
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული