
ვაგრძელებთ ემიგრანტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნებას. ისინი გვიამბობენ, თუ რა ვითარებაა ეპიდსიტუაციის კუთხით იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან.
მაკა გაჩეჩილაძე ბარსელონადან (ესპანეთი): – „ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში დაწესებულია შეზღუდვები კოვიდმდგომარეობასთან შესაბამისად. კატალონიაში, სადაც მე ვცხოვრობ, კარანტინი 22:00 სთ-დან 06:00 საათამდეა.
დიდი კომერციული ცენტრები დაკეტილია. რესტორნები და ბარები შეზღუდვებით მუშაობენ მხოლოდ დაწესებულ საათებში. შაბათ-კვირას ყველა მაღაზია იკეტება, სასურსათოების გარდა.
სკოლები და ბაგა-ბაღები შეუზღუდავად მუშაობენ. თუ რომელიმე კლასში დაინფიცირებული აღმოჩნდება, ყველა იტარებს კოვიდ ტესტს და კარანტინში გადადიან, ოღონდ სწავლა ონლაინ რეჟიმში გრძელდება. უნივერსიტეტები ნახევრად ონლაინრეჟიმზე არიან.
მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, დაშვებულია ექვსი ადამიანის შეკრება. ნიღბები რეკომენდებულია იყოს ევროპული სტანდარტით FFP2, ან უკეთესია FFP3.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუზღუდავად მუშაობს. ვაქცინაციას რაც შეეხება, ესპანეთში შემოტანილია Pfizer -ის ვაქცინის 1769055 დოზა. ეს რაოდენობა ესპანეთისთვის არის ძალიან ცოტა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობა 47 მილიონია.
მე აუცილებლად ავიცრი. ვერ გეტყვით, რომ ბევრს ვიცნობ, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა, მაგრამ მყავს ესპანელი მეგობარი ცოლ-ქმარი. ექიმები არიან და ჰოსპიტალში მუშაობენ. მათ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს და თავს მშვენივრად გრძნობენ“.
ირმა გაჩეჩილაძე ბრუკლინიდან (აშშ, ნიუ–იორკის შტატი): – ნიუ-იორკის რესტორნები დაკეტილია, მხოლოდ გარეთაა შესაძლებელი დასხდომა. სკოლები გახსნილია დაწყებითებისთვის. 9-12 კლასებში კი სწავლება ონლაინ მიმდინარეობს. ტრანსპორტი არ გაჩერებულა. არც კომენდანტის საათი მოქმედებს.
ვაქცინას უკეთებენ პირველადი დახმარების თანამშრომლებს, ანუ მეც, რადგან სკოლის ექთანი ვარ. ორშაბათს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გავაუქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი მაქვს და, ჯერჯერობით, აზრი არ აქვს არ აქვს. აუცილებლად გავიკეთებ, როგორც კი ანტისხეულები შემიმცირდება.
მოდერნას ვაქცინას მიკეთებდნენ. გრძელი რიგია და არ ვიცი, როდის მომიწევს. აცრა, რა თქმა უნდა, ნებაყოფილობითია და არავინ გვაძალებს. თუმცა მე ისე ცუდად გადავიტანე კორონავირუსი, რომ მის მეორედ გადატანას ყველაფერი მირჩევნია.
გუშინ აქ ნაცნობის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა, ქართველია. ვაქცინაციისადმი ბევრი აქაც სკეპტიკურადაა განწყობილი. თუმცა ხვდებიან, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება