

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება.
ხევში მშენებლობის არეალში მოხვედრილი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაც ახლახან აიგო. კერძო პირისგან შესყიდული 2 250 კვმ მიწის ფართობიდან საზოგადოებრივი ცენტრი 1 050 კვმ ფართობზე აშენდა. დარჩენილი ფართი კი, საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტი ამავე ტერიტორიის მიმდებარედ 412 კვმ მიწას იმავე მესაკუთრისგან შეიძენს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის არსებული შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრევა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება.
ავტობანის მშენებლობის არეალშია ხევის საექიმო ამბულატორიაც, რისთვისაც მერია ტერიტორიას ეძებს.
„კარგი იყო საბავშვო ბაღი, საზოგადოებრივი ცენტრი და ამბულატორია ერთ სივრცეში განთავსებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ვერ ხერხდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – თუ იგივე კერძო მესაკუთრე დავითანხეთ და მიწის ნაკვეთს ამბულატორიისთვისაც მოგვყიდის, ხომ კარგი, თუ არადა, ხევში ტერიტორიას სხვა ადგილზე მოვიძიებთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ასეთი იქნება საბავშვო ბაღის შენობა ხევში
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი