

რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა 28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში საბურღი მანქანის გატარება, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, საჭიროა ამ დროს გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით – 28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,