
მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.
ქვეყანათა ნაწილი შეზღუდვებს ამკაცრებს. ზოგიერთ ქვეყანაში კი ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის, რაც შეზღუდვების შემსუბუქებით გამოიხატება.
იმის გასარკვევად, თუ რა ვითარებაა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის კუთხით, უცხოეთში მცხოვრებ ხარაგაულელებს დავუკავშირდით. ეტაპობრივად შემოგთავაზებთ მათგან მოწოდებულ ინფორმაციას.
უჩა ჩაჩანიძე (პოლონეთიდან): – ვარშავაში თითქმის ყველაფერი მუშაობს. დაკეტილია მხოლოდ სკოლები, უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები. რეგულაციები მოქმედებს სავაჭრო ცენტრებში, სადაც 50 წლამდე ასაკის ადამიანების შესვლა დღის 12 საათამდე შეზღუდულია.
მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება დაშვებულია. კომენდანტის საათი არ არის და გარეთ ნებისმიერ დროს შეგიძლია გახვიდე. სამსახურში სიცხეს გვიზომავენ და ისე შევდივართ. ყველანაირ წესს ვიცავთ. ზოგადად, აქაური მოსახლეობა კანონებს მაქსიმალურად ემორჩილება და მთავრობისგან დადგენილ რეგულაციებს იცავს“.
მანანა კურტანიძე იტალიიდან (კამპანიის პროვინცია, ქალაქი სალერნო): – კამპანიის პროვინციის ქალაქმა სალერნომ, სადაც მე ვიმყოფები, პირველი ტალღა მსუბუქად გადაიტანა. მეორე ტალღის დროს კი „წითელ ზონად“ იქცა. თითქმის 2 თვე ჩაკეტილები ვიყავით. საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გარეთ გასვლა აკრძალული იყო. მხოლოდ ავტოსერთიფიკატის საშუალებით შეგვეძლო გადაადგილება.
ამჟამად „ყვითელ ზონაში“ ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვები მეტნაკლებად მოიხსნა. სკოლებში სწავლა განახლდა. კაფე-ბარები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ჩვეული რეჟიმით მუშაობს.
რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე გადაადგილება აკრძალულია. ეს ჩვენს პროვინციაშია შეზღუდვების ასეთი შემსუბუქება, თორემ ჩრდილოეთის ქალაქები – მილანი, ლომბარდია კვლავ „წითელ ზონად“ რჩება. იქ შეზღუდვებიც არ მოხსნილა. როგორც ვიცი, ვაქცინაცია ყველა მხარეშია დაწყებული.
ჯერ სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, შემდეგ მოხუცები და მათი მომვლელები, ბოლოს კი ახალგაზრდა თაობა. აქაური მოსახლეობა ძალზედ კანონმორჩილია და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ რეგულაციებს იცავს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება