

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის.
კანონში ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების ეფექტურად მართვის მიზნით შეაქვთ.
ცვლილების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება. ამ მუხლით კონკრეტულად განისაზღვრება ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი მხარეები.
ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილ ფარმაცევტულ პროდუქტს ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან აქვს მინიჭებული.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო არიან.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,