

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს და შეზღუდვები ხელმეორედ დაწესდეს.
„ჩვენ დანის პირზე დავდივართ, – ამბობს გამყრელიძე, – ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ, ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობასა და მეორე მხრივ, ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის.
ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომ უცებ შემთხვევებმა მოიმატოს და ისევ ხელმეორედ შეზღუდვების საჭიროება გახდეს.
ნოემბრის ბოლოს შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო. პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება არის შეზღუდვების დაწესება, ანუ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება.
ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, ნიღაბი არ გვეკეთა, ვმოგზაურობდით, კაცობრიობა ჩემი აზრით, ერთ წელში, ან წელიწადნახევარში დაუბრუნდება“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა