

„თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობის აკრძალვის რეგულაცია.
აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.
დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება.
შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.
აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებსა და ახალგაზრდებში თამბაქოს პროდუქტების მოხმარების პრევენციისთვის.
სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ქსელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ნორმის აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ავალდებულებდათ, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისიდან დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად აქვს გამოფენილი ეს ლეტალური პროდუქტი, დაუყონებლივ მოახდინოს კანონის აღსრულება.
ასევე, თხოვნით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე, რადგან საკითხი მომავალი თაობების თამბაქოს პროდუქტებისაგან დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა