

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში “.
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას, ამ პერიოდის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას.
ნაშრომის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს ან 1921 წლის თებერვლის პოლიტიკური, სოციალური, საერთაშორისო და სამხედრო ვითარების ისტორიული ანალიზი ან/და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი.
ესე, შესაძლოა, დაფუძნებული იყოს როგორც საარქივო მასალების, პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციისა და ღია წყაროების, ლიტერატურული თუ სხვა მხატვრული ნაშრომების ანალიზზე, ასევე ისტორიული, სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.
ნაშრომების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge.
საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება 700 ლარით, მეორე ადგილზე გასული – 500 ლარით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი – 300 ლარით.
კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა