

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება.
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.
პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.
გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე.
პრაქტიკოს მასწავლებელთა და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის ნოემბერში. თუმცა არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე გამოცდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამდე გადავადდა.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს