
ავტომფლობელებს, რომელთა ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, ჯარიმები ეგზავნებათ.
ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 200 ლარი.
მძღოლებმა იმის გასარკვევად, თუ როდის უწევთ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება, ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ ვებგვერდზე www.pti.ge
ავტომობილის მფლობელები ვიდეოჯარიმის შესახებ შეტყობინებას ტელეფონზე მიიღებენ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე 20%-იანი შეღავათით სარგებლობს.
თუ ავტომობილმა ტექინსპექტირება პირველივე ცდაზე ვერ გაიარა, ავტომფლობელებს 30-დღიანი ვადა ეძლევათ, ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ პერიოდში ავტომობილის მფლობელი ვიდეო კამერის ან პატრულის მიერ არ ჯარიმდება.
განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება, იგივე ცენტრში ან ცენტრის ფილიალში, უფასოა. ავტომობილი მოწმდება მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა.
ტექინსპექტირების საფასურს – 61 ლარს, ავტომფლობელი სწრაფი გადახდის აპარატით ადგილზე იხდის.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები განთავსებულია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში.
„ტექდათვალიერების დროს მანქანა გამართულად უნდა მუშაობდეს. უპირველესად, ყურადღებას აქცევენ ელექტროობისა და ძრავის მუშაობას, მუხრუჭის გამართულობას. არც ერთი მინა არ უნდა იყოს დაზიანებული, გამართულად უნდა მუშაობდეს ფარები და მინის გამწმენდები. ტექნიკური დათვალიერების გავლა რთული არ არის, თუ მანქანას უვლი,“ – ამბობს ხარაგაულელი მძღოლი გიზო ბუაჩიძე.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება